სიახლეები
მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

 

    სიღნაღის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპტატმა  ნუგზარ აბულაშვილმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობასთან გასვლითი შეხვედრები დაასრულა. შეხვედრების მიზანი  ადგილობრივი მაცხოვრებლების  მხრიდან იმ პრიორიტეტული საკითხების გამოკვეთა იყო, რომლის შესრულებაც 2012 წლის  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იქნება შესაძლებელი.

 

 
ა.ა.ი.პ. სახელოვნებო და საგანმანათლებლო ცენტრი შემოქმედებით საღამოებს გამართავს

24 თებერვალს ა.ა.ი.პ. სახელოვნებო და საგანმანათლებლო ცენტრი სოფელ ილიაწმინდაში ბიბლიოთეკარ ია ქადაგიშვილის ორგანიზებით ილია ჭავჭავაძის შემოქმედებით საღამოს მოაწყობს. საღამოზე განიხილავენ ილიას ნაწარმოებებს, წაიკითხავენ მკითხველის საყვარელ ლექსებს.

 
ორ მარტს გამომცემლობა ,,პალიტრა L“ სიღნაღში წიგნის გამოფენა-გაყიდვას გამართავს

    ორ მარტს გამომცემლობა,, პალიტრა L“ სიღნაღის ა.ა.ი.პ. კულტურისა და ხელოვნების ცენტრში წიგნის გამოფენა-გაყიდვას გამართავს.

 
15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს

 15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის (უფლის ტაძრად მიყვანება) დღესასწაულს აღნიშნავს.

 
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა გასვლით შეხვედრებს აწყობს

   15 თებერვლიდან სიღნაღის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ნუგზარ აბულაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ზედელაშვილი და გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბოქოლიშვილი, ასევე ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის წარმომადგენელები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში საინიციატივო ჯგუფებთან და მოსახლეობასთან გასვლით შეხვედრებს მოაწყობენ.

 
საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსი დაიწყო

  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის     დირექტორების შესარჩევ კონკურსს აცხადებს. მსურველთა რეგისტრაცია 9 თებერვალს დაიწყო და 9 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

 
სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო

  ,, სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 18 იანვრის №49 ბრძანებულების საფუძველზე  საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო.

 

თებერვალი 2012
კვ ორ სმ ოთ ხთ პრ შა
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29